ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საქართველოს საბაჟოებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გაზრდილი სატრანსპორტო ნაკადის გამო, დღეს ყველა საბაჟო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე არის გადასული.
არსებული მდგომარეობით, საქართველოს საზღვარს დღეში 1,400-ზე მეტი სატრანზიტო ტრაილერი კვეთს. აგვისტოს განმავლობაში ქვეყნის სატრანსპორტო მაგისტრალებით სულ 44,000-მა ტრაილერმა ისარგებლა.
“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ მთლიანად რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე.
ამასთან, საბაჟო კონტროლის პროცედურების 24-საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს მასშტაბით არსებულ გამშვებ პუნქტზე გაზრდილია მებაჟე ოფიცრების რაოდენობა.
აქვე განვმარტავთ, რომ რუსეთის ფედერაციის მხარეს “ლარსის” საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ნაწილობრივ შეფერხებულია, საქართველოდან (საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი“) გასული სატვირთო ავტომობილების მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები.
გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის ფარგლებში, შემოსავლების სამსახური ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება მეზობელი ქვეყნების – თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების, შესაბამის საბაჟო ადმინისტრაციებთან, რათა სწრაფად გამოიძებნოს ალტერნატიული საბაჟო გამშვები პუნქტები დანიშნულების ქვეყნებში მოხვედრისთვის,”- აცხადებს შემოსავლების სამსახური.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი ანაკლიის აკვატორიის დაღრმავების სამუშაოებს აქტიურად ასრულებს. კომპანიასთან სამწლიანი კონტრაქტი 2024 წლის სექტემბერში გაფორმდა.…
ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა დამტკიცდა. “ქართული ოცნების” მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე 31 მარტს გამოქვეყნდა. პროგრამა 5-წლიანია და მისი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის,…